საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №4523/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა)  მე-3 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:


„61. დოქტორანტობის კანდიდატი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქართული ენის ცოდნის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, იმ შეთმხვევაში, თუ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვა ხდება საერთაშორისო პარტნიორობის/პროექტის ფარგლებში.“;


ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა შეუძლია თსუ-ს აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.”;


გ) მე-5 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად დოქტორანტს შესაძლებელია ჰყავდეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელიც არ არის თსუ-ს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი და რომელსაც უდასტურდება დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე