საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6074/10, №6107/10 და 2023 წლის 10 მარტის №6153/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 20 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა  “ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით №4 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი №4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 88 ქვეპუნქტით №294 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №294);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით №10 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  “ინფორმაციული სისტემები“ (დანართი №10);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით №59 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “სოციალური მუშაობა“ (დანართი №59);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით №63 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი №63);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით №219 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი№219);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით №256 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტოლოგია“  (დანართი №256);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით №258 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი №258);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305).
ქ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით №78 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №78);
ღ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით №79 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (დანართი №79);
ყ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით №81 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი №81);
შ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 832 ქვეპუნქტით №289 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტის  - ლიონ 2 (საფრანგეთი) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი““ (დანართი №289);
ჩ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე ქვეპუნქტით №86 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ (დანართი №86);


2. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „დ“ პუნქტის 768  ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„768.  კონფლიქტოლოგია (დანართი №257);“.


3. შევიდეს ცვლილება რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის „ა“ პუნქტით №79 დანართად დამტკიცებულ საბაკალავრო პროგრამაში  „ტურიზმი“ და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №79).


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი ამოქმედდეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. 
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე