საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის 23 იანვრის №1106/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭების (შექმნის) და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 სექტემბრის №95/2016 დადგენილებაში:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭების (შექმნის) და დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მიენიჭოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.“;
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულება (დანართი №1).“;
დ) დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:
დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულება“;
დ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში - ,,ინსტიტუტი“) არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.“;
დ.გ) მე-3 მუხლის ,,ბ.ა.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა. კომპიუტერული ქსელის ტექნიკური ჯგუფი.“;
დ.დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსტიტუტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ. №10.“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე