საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის 71 და მე-8 ქუნქტების, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96/2014 დადგენილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის დადგენის შემდეგ არჩევნების დღეს ატარებს წილისყრას შემდეგი წესით:

 

ა) კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი თითო კანდიდატის სახელისა და გვარის მითითებით, ასევე კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი უფლებამოსილების თითო თარიღის/ვადის მითითებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხვა წევრების თანდასწრებით, შემთხვევითობის პრინციპით დააწყვილებს კონვერტებს;
გ) თითოეული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კონვერტების დაწყვილების შესაბამისად;
დ)  აღნიშნული შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში.

 

2. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას. წილისყრის პროცედურის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ კანდიდატებს აცნობებს საარჩევნო კომისია.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე