საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 57–ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 28 მარტის №6995/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის  11 აპრილის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი") ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატის შერჩევის მიზნით.
2. დამტკიცდეს განცხადების ტექსტი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების, მათი შერჩევის კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ  (დანართი №1).
3. კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 15 აპრილამდე უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დამტკიცდეს შესაბამისი კომისია.
4. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე