საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის 15 დეკემბრის №26927/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 22 დეკემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პროფესიული განათლების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ცენტრისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ცენტრის ხელმძღვანელი, ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ადმინისტრატორი, მენეჯერი, სპეციალისტი, ასისტენტი.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ბ.ა) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ცენტრის ფარგლებში ორგანიზებას უწევს პროფესიული პროგრამების ავტორიზაციის, პროფესიული გადამზადების/მომზადების პროგრამების განხორციელების უფლების დადასტურების, მოპოვების პროცედურებს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობით;“;
ბ.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს პროფესიული სტუდენტების/მსმენელების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული სხვა პერსონალის სისტემატიური შეფასების პროცესს;“;
ბ.გ) ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებისთვის დამსაქმებლებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს;“;
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
გ.ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მონაწილეობს კომპეტენციის ფარგლებში პროფესიული პროგრამების ავტორიზაციის, პროფესიული გადამზადების/მომზადების პროგრამების განხორციელების უფლების დადასტურების, მოპოვების პროცესში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;“;
გ.ბ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ორგანიზებას უწევს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების/შერჩევის პროცედურების განხორციელებას კანონმდებლობისა და თსუ-ს სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით;“;
გ.გ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის სტატუსის მოპოვების, კვალიფიკაციის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენისა და მობილობის პროცედურების განხორციელებას კანონმდებლობისა და თსუ-ს სამართლებრივი აქტების საფუძველზე;“;
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:
დ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უზრუნველყოფს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის გამართულ მუშაობას;“;
დ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცენტრის ხელმძღვანელს წარუდგენს პროფესიული განათლების მასწავლებლების კანდიდატურებს;“;
დ.გ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას;“;
დ.დ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ორგანიზებას უწევს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების/შერჩევის პროცედურების განხორციელებას კანონმდებლობისა და თსუ-ს სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით;“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე