საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
09.09.2021, №79/2021 და 22.02.2024, №30/2024

​​​დადგენილებებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 26 მაისის №91/01-01 და №92/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №52/2020 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 22.07.2020, №10214/10-02; 22.07.2020, №10195/10-02; 22.07.2020, №10237/10-02; 22.07.2020, №10431/10-02; 23.07.2020, №10250/10-02; 27.07.2020, №10392/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ივლისის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

 

ა.ა) გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ენა და თარგმანი):

 

ალექსანდრე კარტოზია - პროფესორი;

 

ა.ბ) გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ლიტერატურა):

 

თამარ ჭუმბურიძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.გ) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა):

 

ა.გ.ა) ირინე დემეტრაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.გ.ბ) ამოღებულია; (09.09.2021, №79/2021)

 

ა.დ) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა):

 

ნინო ქავთარაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ა.ე) რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანური ფილოლოგია):

 

ნინო ჭრიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ბ) ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

 

მიხეილ ბარნოვი - ასისტენტ-პროფესორი;

 

გ) არქეოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

 

კონსტანტინე ფიცხელაური - ასისტენტ-პროფესორი;

 

დ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

 

დ.ა) არაბისტიკის კათედრა:

 

ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

დ.ბ) თურქოლოგიის კათედრა:

 

მზისა ბუსკივაძე - ასისტენტ-პროფესორი;

 

ე) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:

 

ე.ა) ტელე-კინო ხელოვნების კათედრა:

 

ლელა წიფურია - ასისტენტ-პროფესორი;

 

ე.ბ) სახვითი ხელოვნების კათედრა:

 

ვლადიმერ ასათიანი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ვ) კულტურის კვლევების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის კულტურის კვლევების კათედრა:

 

ვ.ა) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი;


ვ.ბ) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ზ) მსოფლიო ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი: 

 

ზ.ა) შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა:

 

თეა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი;

 

ზ.ბ) ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა:

 

ზაალ გოგენია - ასისტენტ-პროფესორი;

 

თ) ფილოსოფიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის კათედრა:

 

ნანა გულიაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;

 

ი) ამოღებულია. (22.02.2024, №30/2024)

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პროფესორი  რამაზ ქურდაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი