ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2012 წლის 11 ივნისის №42/2012 დადგენილებით
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.06.2011 №16760/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 29.05.2012, №67/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე. (№42/2012, 11.06.2012)
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი