საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2021 წლის 26 აპრილის №58/01-01 და №59/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2021 წლის 17 მაისის №8441/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 24 მაისის №10 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ეთერ ხარაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) იოსებ ხელაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გულნაზ ერქომაიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  ნინო მიქიაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) დალი სეხნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) რევაზ გველესიანი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ნაზირა კაკულია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა მაისურაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ლევან საბაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლეილა ღუდუშაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მერაბ ჯიქია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) სოფიო ხუნდაძე - ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მიხეილ ჩიკვილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა სრესელი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ კბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 
გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე