1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ ორმოც მაგისტრანტს უნივერსიტეტი დამატებით აფინანსებს სრულად.
2. დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად ადგილები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართველოლოგიური მეცნიერებებისათვის – 15 ადგილი
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 15 ადგილი
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 10 ადგილი
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი