საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №125/01-01 ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის (ინტერდისციპლინური) ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის დასრულებულად ჩათვლის შესახებ

თარიღი: 14/12/2020

დადგენილება N: 120/2020

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებისა და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №125/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ივლისის №59/2020 დადგენილების მე-8 პუნქტი) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 21.09.2020, №18660/28), უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის 2020 წლის 9 დეკემბრის №21349/10 მოხსენებითი ბარათის, 2020 წლის 11 დეკემბრის №23949/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 დეკემბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დასრულებულად ჩაითვალოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 3 ივლისის №125/01-01  ბრძანებით ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტების მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრაზე (ინტერდისციპლინური) (ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული) და აღნიშნული საკონკურსო ადგილი დარჩეს ვაკანტური.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება, დაინტერესებული პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე