საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში”

 

1.1. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სტუდენტი თსუ-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში).
1.2. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პუნქტის მოქმედება გავრცელდეს დამატებითი სემესტრის სტუდენტებზეც.”
1.3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი:
ვ)ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლის შემთხვევაში, არაუმეტეს 2 წლის ვადით.
1.4. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა, ხოლო “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის უფლებაც”.
1.5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში  საფასური განისაზღვრება, ბაკალავრიატში _ 750 ლარით, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში _ 1000 ლარით.
1.6. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი: ,,თსუ-ს თავისუფალი მსმენელი”.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი