ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება:
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
,,დამატებითი სემესტრის სტუდენტს სემესტრის გაცდენა ჩაეთვალოს საპატიოდ:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
ბ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით.”
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი