„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე–13 მუხლისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნეს ალექსანდრე კვიტაშვილი.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროფ. ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე