ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებში:
ა) ქართველური ენათმეცნიერების 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) გერმანული ფილოლოგიის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) არაბისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) მედიევისტიკის 2009–2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) მედიევისტიკის 2010–2011 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №5 შესაბამისად.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი