საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 


”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის1–ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისდა კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებში:


ა) გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №1 შესაბამისად.
ბ) ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №2 შესაბამისად.
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №3 შესაბამისად.
დ) ბრიტანეთმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №4 შესაბამისად.
ე) არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები ჩამოყალბდეს დანართი №5 შესაბამისად.
ვ) ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაში შევიდეს ცვლილებები დანართი №6 შესაბამისად.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი