“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „საჯარო მმართველობა“ –სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს:
პირველი სემესტრი – 25 იანვარი–25 ივნისი
მეორე სემესტრი – 1 ივლისი–25 დეკემბერი
მესამე სემესტრი – 25 იანვარი–25 ივნისი
მეოთხე სემსეტრი – 1 ივლისი–25 დეკემბერი
2. სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი