ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარეგულირებელ წესი“–ს მე–9 მუხლს დაემატოს მე–21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ფაკულტეტის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი, რომელსაც ამოეწურა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვიდან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის განსაზღვრული სტანდარტული ვადა, სწავლას აგრძელებს თვითდაფინანსებით და სემესტრული გადასახადი განესაზღვრება:
ა) ბაკალავრიატი:
ა.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 750 ლარი;
ა.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.
ბ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა:
ბ.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 1000 ლარი;
ბ.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი