,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63–ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში და ΙΙ მუხლის 1-ლი პუნქტის 1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.4. სასესიო პერიოდი – 14 ივნისი – 5 ივლისი, 14 – 22 ივლისი”.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი