ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.11.2012, №105/2012 დადგენილებით
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “კ“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „კ“ პუნქტის საფუძველზე,
1. დამტკიცდეს უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქცია (დანართი 1).
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი