“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 ნოემბრის №128/01-01 ბრძანების საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული იქნენ:
ფიზიკის მიმართულება
ქვემიმართულება - მიკრო და ნანოელექტრონიკა
ასოცირებული პროფესორი: ამირან ბიბილაშვილი
ქვემიმართულება - თეორიული ფიზიკა
ასისტენტ-პროფესორი: გიორგი ციციშვილი
ქვემიმართულება -ატომის, ატომბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
ასისტენტ-პროფესორი: ზაალ მაჭავარიანი
კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულება
ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა
ასისტენტ-პროფესორი: მაია არჩუაძე
მათემატიკის მიმართულება
ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი:
ასისტენტ-პროფესორი: შალვა ზვიადაძე
ქვემიმართულება - დიფერენციალური განტოლებები
ასისტენტ-პროფესორი: ნატალია ჩინჩალაძე
გეოგრაფიის მიმართულება
ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგია
ასოცირებული პროფესორი: ვაჟა ტრაპაიძე
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის 10.03.2010 შემაჯამებელი ოქმი.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი