„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011 №16473/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები:
ა) ისტორიის დოქტორი დალი კანდელაკი – სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ და სადოქტორო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (თანახელმძღვანელი: თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი).
2. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები და მიეცეთ მათ უფლება შესაბამის პროგრამებს უხელმძღვანელონ თსუ–ის პროფესორის თანახელმძღვანელობის გარეშე:
ა) ისტორიის დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი – სამაგისტრო პროგრამა „ქრისტიანობის ისტორია“;
ბ) რეჟისორი ლელა წიფურია – კინო–ტელე რეჟისორის IV და V საფეხურის პროფესიული პროგრამა.
3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი