საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის, ,,უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–11 მუხლის მე–6 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011 №16473/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სწავლების ერთ საფეხურზე ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას უხელმძღვანელონ შემდეგმა პროფესორებმა:

 

ა) სრულმა პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა – ბაკალავრიატის საფეხურზე დაწყებითი განათლების პროგრამასა და  დამატებით პროგრამას პედაგოგიკაში;
ბ) სრულმა პროფესორმა ცირა ბარამიძემ – კავკასიოლოგიის ქართულენოვან და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს;
გ) ასოცორებულმა პროფესორმა ნანა გელაშვილმა – ბაკალავრიატის საფეხურზე ორ დამატებით პროგრამას (იაპონისტიკა და სინოლოგია).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი