საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის №136/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

 

ა) აღმოსავლეთმცოდნეობა (თურქოლოგია, ასირიოლოგია) (დანართი №1);

 

ბ) დასავლეთ ევროპული ფილოლოგია - ინგლისური ფილოლოგია (ინგლისური ენა), რომანისტიკა (ფრანგული ენა) (დანართი №2);

 

გ)  კავკასიოლოგია (კავკასიის ისტორია), საქართველოს ისტორია (დანართი №3);

 

დ) ფილოსოფია (ფილოსოფიის ისტორია, თეორიული ფილოსოფია, პრაქტიკული ფილოსოფია),  პედაგოგიკა (დანართი №4);

 

ე) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება, ქართული ენა  (ქართველური ენათმეცნიერება),   ქართული ლიტერატურის ისტორია (ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოკლორისტიკა), თარგმანი  და ლიტერატურული ურთიერთობები (დანართი №5);

 

ვ) ხელოვნების ისტორია და თეორია (დანართი №6);

 

ზ) კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა (კლასიკური ფილოლოგია,ნეოგრეცისტიკა) (დანართი №7).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი