საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 19 ივნისის №79/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანდრო ბარნოვი – ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მარიამ გერსამია – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სრული პროფესორი;
გ) თამარ დოლბაია - კომისიის მდივანი, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
დ) ავთანდილ ჩუთლაშვილი – თსუ რექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ე) ვასილ ბარამიძე - თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ვ) ნანა ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ) ნინო დურგლიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
თ) თამარ გაგოშიძე – სრული პროფესორი;
ი) რევაზ ჯორბენაძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
კ) ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი