საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 19 ივნისის №77/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ლორთქიფანიძე – ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გელა გამყრელიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი;
გ) ვასილ გონაშვილი – თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში, სამართლის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
დ) მაია ღამბაშიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი