საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
20.06.2012, №52/2012 დადგენილებით

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესისა“ და რექტორის 2012 წლის 15 მარტის №42/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) მარიამ გერსამია – კომისიის თავმჯდომარე, სრული პროფესორი;
ბ) თამარ დოლბაია – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
გ) იოსებ სალუქვაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
ე) მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
ვ) თამარ გაგოშიძე – სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება;
ზ) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი