საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 და მე–8 მუხლებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ მე–5 და მე-6 მუხლების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის №148/2010 დადგენილება.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2012 წლის 21 მარტიდან.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი