საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

2021 წლის 24 მაისის №43/2021 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№94/2015, 14.09.2015 დადგენილებით 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 15.11.2013, №35906/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის (პოსტდოქტორანტად დასაქმების შესახებ) დებულება“ (დანართი 1). (№94/2015, 14.09.2015)


2.  დამტკიცდეს „პოსტდოქტორანტურის სამცნიერო დარგების/მიმართულებების ნუსხა“ (დანართი 2) და „პოსტდოქტორანტის კონკურსითა და ინდივიდუალური ფორმით ექსპერტის მიერ შეფასების წესი“ (დანართი 3).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი