საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შეიქმნას „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი“.


2. დამტკიცდეს „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ დებულება (დანართი 1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი