საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 10 იანვრის №01/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №22/2013 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: №5765/02, 28.02.2013; №5766/02, 28.02.2013; №5767/02, 28.02.2013; №5710/02, 28.02.2013; №5711/02, 28.02.2013; №5712/02, 28.02.2013) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:

 

ა) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი:


„ა.ბ1) ლელა ალხაზიშვილი – ასოცირებული პროფესორი.“;

 

ბ) IV ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის  „ა.ბ1“ ქვეპუნქტი:


„ა.ბ1) ვაჟა ტრაპაიძე – ასოცირებული პროფესორი.“.

 

გ) V ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:


„ა.ა1) დავით კაკულია – ასოცირებული პროფესორი.“.

 

დ) VIII ნაწილის „ა“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:


„ა.დ) ნანა ბარნაველი – ასისტენტ–პროფესორი.“.

 

ე) IX ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:


„ბ.ა1) ამირან ბიბილაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

 

ვ) X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:


„ა.ა1) თამაზ მძინარაშვილი – სრული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი