საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012 წლის 26 დეკემბრის №174/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის N21/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 25.02.2013, №5001/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:


„თ1) დავით პატარაია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი