საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 1 ნოემბრის №148/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების (წერილი 15.02.2013, №3583/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილების „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.მ“ ქვეპუნქტი:


„ბ.მ) ლაშა ტუღუში – ასისტენტ–პროფესორი.“;

 

ბ) „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:


„დ.ა1) რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი.“;

 

გ) „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ა1“ ქვეპუნქტი:


„ე.ა1) ამირან ბერძენიშვილი – სრული პროფესორი.“;

 

დ) დადგენილების „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.დ“ ქვეპუნქტი:


„ვ.დ“ ნანა რუხაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;

 

ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:


„ზ) გენდერი:


ზ.ა) თამარ საბედაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი