საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და იურიდიული ფაკულტეტის № 17565/02, 05.06.2014 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული - ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი “.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - ესპანური სამართლის შესწავლის  ინსტიტუტის “ დებულება (დანართი 1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი