,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 24 თებერვლის №36/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი -რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 11.03.2014, №8611/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს საკონკურსო პროცედურები და არაუგვიანეს 2014 წლის 8 მაისისა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი