საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 14.03.2014, №9204/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის დებულება“ (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                               აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი