საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულებლის ე. ქემოკლიძის 20.02.2014, №07/01/02-01-75  წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის  101 პუნქტი:

 

,,101. იმ აკადემიურ პერსონალს, ვისაც თსუ-ში ამავდროულად დაკავებული აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, მიეცეს წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისგან განსხვავებული - შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის შესრულების უფლება (უნივერსიტეტთან/დამსაქმებელთან შეთანხმებით) - პროფესორს კვირაში 2 საათი, ასოცირებულ პროფესორს კვირაში 3 საათი, ხოლო  ასისტენტ პროფესორს კვირაში  4 საათი. შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება განხორციელდეს უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით, აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან და შესაბამისად, ცვლილება აისახოს შრომით ხელშეკრულებაში“.

 

2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული შრომითი პირობები ძალაში შევიდეს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან.
5. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი