საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.06.2016, №20233/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქცია და დამტკიცების პროცედურა” აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებაში:


ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი თავის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 


„4. მიზანშეწონილია დასკვნითი გამოცდის შეფასება არ აღემატებოდეს 40 ქულას.“


ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. დამტკიცდეს თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსი (სარეკომენდაციო ფორმა)“ (დანართი 2).“


გ) დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სასწავლო კურსის სილაბუსი (სარეკომენდაციო ფორმა)“


დ) დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში სიტყვების: "სასწავლო კურსის კოდი" ნაცვლად მიეთითოს: "სასწავლო კურსის კოდი (არსებობის შემთხვევაში)".


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის 2016 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


პროფესორი  დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე