საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 21 ოქტომბრის №195/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის №123/2015 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 4 აპრილის №16 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის იტალიური ფილოლოგიის ნაწილში და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი:

 

„გ.გ) იტალიური ფილოლოგია


გ.გ.ა) სალომე კენჭოშვილი – ასისტენტ-პროფესორი.“

 

2. ამოღებულ იქნეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2011 წლის 19 სექტემბრის №93/2011 დადგენილების პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე