საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 4 სექტემბრის №14486/10 და №14490/10 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების V  ნაწილის „ვ“ პუნქტის 1001 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №282 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 282).

 

2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII  ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ბ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 192-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 226);
გ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
დ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
ე) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239);
ვ) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).

 

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე