საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მაისის №6855/10 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ - პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,2. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების შერჩევას და წარდგენას უზრუნველყოფს შესაბამისი ფაკულტეტი, ხოლო ჩარიცხვასთან დაკავშირებულ პროცედურებს თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი.’’;

 

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების წინაპირობები

 

1. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების  გავლის   გარეშე   სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები განისაზღვრება თსუ-ის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ვაკანტური  ადგილის  არსებობის   შემთხვევაში  აბიტურიენტის/სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის შერჩევას ფაკულტეტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ფაკულტეტზე ამ მიზნით შექმნილი კომისია.
3. მაგისტრატურაში  მიღების    პირობები   განისაზღვრება  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობების გათვალისწინებით.
4. თსუ-ის რექტორის წერილობითი თანხმობა პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე - სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, გაიცემა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინების შემთხვევაში.
5. თსუ-ის რექტორის წერილობითი თანხმობა ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ ორ ან მეტ პირზე   გაიცემა ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.’’;

 

გ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე