საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის №1585/10, №1600/10  და №1648/10 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის პირველი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 16).

 

2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
თ) II ნაწილის „ბ“ პუნქტის 42-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა  „გენდერის კვლევა“ (დანართი 42);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ (დანართი 46);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
პ)  II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი 64);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები“ (დანართი 66);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 664 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (დანართი 220);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 665 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 251);
ქ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 256);
ღ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 258);
ყ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
შ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199).

 

3. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 668 ქვეპუნქტი:

 

„668. ადგილობრივი თვითმმართველობა და განვითარების კვლევები (დანართი 277);“.

 

4. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII  ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ბ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 194-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 228);
გ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
დ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
ე) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 198-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“ (დანართი 232);
ვ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 203-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 237);
ზ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების მეცნიერებები“ (დანართი 239).

 

5. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილში:

 

ა) „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2061 ქვეპუნქტი:

 

„2061. იურიდიული ფსიქოლოგია (დანართი 278);“;

 

ბ) „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2152 და 2153 ქვეპუნქტები:

 

„2152. პოზიტიური ფსიქოლოგია - ემპირიული კვლევები (დანართი 279);
2153. შედარებითი და საერთაშორისო განათლება (ინგლისურენოვანი) (დანართი 280);“.

 

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე