საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01, №100/01-01 და №101/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 3 მაისის №8993/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ვაჟა ბერეჟიანი - ფმმდ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკის სკოლის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შალვა კეკუტია - ფმმკ, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ელემენტების და ნანომასალების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ ჭელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლევან ჭოტორლიშვილი - ფმმდ, ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის  მეცნიერ-მკვლევარი (გერმანია);
ე) ზურაბ გუგუჩია - ფმმდ, ნიუ იორკ სიტის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერ- მკვლევარი (აშშ).

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ალექსანდრე ღონღაძე  - ფმმდ,  თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გამოყენებითი  კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვლადიმერ კირცხალია - ფმმდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ამირან ბიბილაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) გრიგორ მამნიაშვილი - ფმმდ, თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) იამზე კალანდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) დავით შენგელია - თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ახალკაციშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი ჭიჭინაძე - თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) არჩილ მაღალაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საიჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი,  გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კახაბერ ქოიავა - თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან ჩაგელიშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გეოლოგია- პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) მამუკა ჯახუტაშვილი - ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

 საკონკურსო კომისია

 

ა) რომან ჯობავა - ფმმკ, აკადემიური დოქტორი, შპს EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა EMCoS ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კახაბერ თავზარაშვილი - ფმმკ, აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დირექტორი,  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დავით კაკულია - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რამაზ ქვათაძე - ფმმდ, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო     კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ირაკლი ნოსელიძე - ფმმკ, აკადემიური დოქტორი,  საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გრიგორ მამნიაშვილი – ფმმდ, თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ ჭელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლევ გეონჯიანი - ფმმკ, აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

 

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე