საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018  წლის პირველი ნოემბრის №270/01-01 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის №227/2018 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 4 მარტის №20/2019 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის №227/2018 დადგენილება) გადაწყვეტილებისა  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნების (წერილები: 08.02.2019, №2075/29; 15.03.2019, №7082/29), თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის 25 მარტის №5322/10 მოხსენებითი ბარათისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 26 მარტის №5 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ტურიზმისა  და მასპინძლობის  მენეჯმენტის კათედრა:

 

ნანა კაციტაძე - ასოცირებული პროფესორი; 

 

ბ) მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა:

 

ეკა ჩოხელი - ასოცირებული პროფესორი;

 

გ) საერთაშორისო ბიზნესის კათედრა: 

 

ლალი ხიხაძე - ასოცირებული პროფესორი;

 

დ) მარკეტინგის კათედრა: 

 

მარინე კობალავა - ასოცირებული პროფესორი.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი