საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის  17 ივლისის №9512/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 21 ივლისის №14 სხდომის ოქმის  საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1.    შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №96/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


მუხლი13. მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება 


1. მოდულური პროფესიული პროგრამის განხორციელების შეფასება საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია და მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველსაყოფად, გასაუმჯობესებლად. 
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესი ითვალისწინებს:
ა) დამსაქმებლების მოთხოვნების კვლევას, რომელიც ტარდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში და მისი დასრულების შემდეგ; 
ბ) კურსდამთავრებულთა გამოკითხვას წელიწადში ერთხელ;
გ) პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების გამოკითხვას ყოველი მოდულის დასრულებისას;
დ) საუკეთესო ადგილობრივი ან/და საერთაშორისო პრაქტიკის, დარგში არსებული უახლესი კვლევების შედეგების გაცნობას.
3. თსუ უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე