- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა

კვლევის სფერო: MSCA-RISE-2020 - Research and Innovation Staff Exchange
პროექტის აკრონიმი და ნომერი: EffectFact, Grant agreement ID: 101008140
პროექტის დაწყების დრო: 2021-09-01
პროექტის ხანგრძლივობა: 54 თვე.
Marie Skłodowska-Curie Actions პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი EffectFact მიზნად ისახავს ფაქტორიზაციისა და Wiener-Hopf-ის მეთოდების, ასევე Riemann-Hilbert-ის ამოცანების ამოხსნის მეთოდების განვითარებას, რათა ამოიხსნას დროზე დამოკიდებული სასაზღვრო ამოცანები რთულ დისკრეტულ და უწყვეტ გარემოებში. შემუშავებულმა ახალმა ტექნიკების გამოყენება შეიძლება ბიომექანიკაში (დნმ-ის რეპლიკაცია), მედიცინაში (ქირურგიული რეზექცია), მეტამასალებში, ხელოვნურ ინტელექტში და გარემოსა და სამოქალაქო ინჟინერიაში. პროექტი, რომელიც აერთიანებს პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გააძლიერებს ევროკავშირის აკადემიური ინსტიტუციებისა და მცირე და საშუალო საწარმოების წვდომას საერთაშორისო კვლევებზე, გამოიღებს ხელშესახებ და მნიშვნელოვან შედეგებს და ამავდროულად შექმნის ძლიერ საფუძველს დამოუკიდებელი და მდგრადი მკვლევრების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მომავალში გააფართოებენ პროექტის ფარგლებს.
EffectFact-ის ძირითადი მიზნებია:
- წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის განვითარება ფაქტორიზაციის ტექნიკების, Wiener-Hopf-ისა და Riemann-Hilbert-ის ამოცანების მიმართულებით, აგრეთვე შესაბამისი რიცხვითი მეთოდების დახვეწა, რათა გადაიჭრას დროზე დამოკიდებული სასაზღვრო ამოცანები რთულ დისკრეტულ და უწყვეტ გარემოებში;
- შემუშავებული ტექნიკების გამოყენება რთული პრობლემების გადასაჭრელად შემდეგ სფეროებში:
- ბიომექანიკა,
- მედიცინა,
- მეტამასალები (აკუსტიკური და გირო-ელასტიკური),
- ხელოვნური ინტელექტი (მანქანური სწავლება),
- გარემოსა და სამოქალაქო ინჟინერია (განსაკუთრებით მიწისძვრებისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით).
ახალი, მდგრადი, ევროკავშირზე ორიენტირებული მკვლევართა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სექტორისა და დისციპლინის წარმომადგენლებს, ხელს შეუწყობს პროექტის მეთოდებისა და შედეგების განვითარებას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გადაცემას და შექმნის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ევროკავშირის მკვლევრებისთვის.
EffectFact-ის ყველა მიზანი შეესაბამება RISE-ის ამოცანებს და ქმნის უნიკალურ კონსორციუმს, რომელიც ავსებს ხარვეზებს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში, ახდენს გავლენას H2020-ის პრიორიტეტებსა და Horizon Europe-ის მისიებზე. აღნიშნული პრობლემები ვერ გადაწყდებოდა დამოუკიდებლად - აუცილებელია ანალიტიკური, გამოყენებითი და გამოთვლითი მეცნიერების წარმომადგენელთა უწყვეტი თანამშრომლობა. ეს მრავალფეროვანი თანამშრომლობითი ქსელი გააძლიერებს ინტერდისციპლინურ კავშირებს ევროკავშირში, გააუმჯობესებს ევროკავშირის აკადემიური სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების წვდომას საერთაშორისო კვლევებზე, მოიტანს ხელშესახებ და მნიშვნელოვან შედეგებს და შექმნის ძლიერ საფუძველს დამოუკიდებელი მკვლევრებისთვის, რომლებიც მომავალშიც გააგრძელებენ EffectFact-ის მიზნების განვითარებას.
მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.