საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Black Sea CONNECT - საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე, 2019 - 2023

Black Sea CONNECT

 

შავი ზღვისთვის კვლევისა და ინოვაციების „ლურჯი ზრდის ინიციატივა“ მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ერთიანი ხედვის განვითარებას - პროდუქტიული, ჯანმრთელი, მდგრადი, გამძლე და უკეთესი შავი ზღვის შესახებ. ინიციატივა ხელს შეუწყობს შავი ზღვის საზოგადოებების უფრო მჭიდრო დაკავშირებას ახალი ცოდნის, ტექნოლოგიებისა და სერვისების „ხიდის“ საშუალებით.

 

ინიციატივის მიზანია ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო, საზღვაო და საზღვაო-სატრანსპორტო სექტორებში, რათა გახსნას უნიკალური შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონში მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარებისთვის.

 

2017 წელს შეიქმნა ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული კომისია (EC), საერთო კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის შემუშავებისა და ეროვნული და ევროკავშირის დონეზე პოლიტიკის შემმუშავებლების სახელმძღვანელოდ, სახელწოდებით „შავი ზღვისთვის კვლევისა და ინოვაციების ლურჯი ზრდის ინიციატივა“.

 

როგორც აღნიშნულია ბურგასის ხედვის დოკუმენტში (Burgas Vision Paper), ეს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი შედგებოდა შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ექსპერტებისგან (ბულგარეთის რესპუბლიკა, საქართველო, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთის რესპუბლიკა და უკრაინა, ასევე მოლდოვის რესპუბლიკა), რომლებიც თანამშრომლობდნენ ევროპის წამყვანი საზღვაო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების სპეციალისტებთან, ევროპული კომისიის მხარდაჭერით. მათ შეიმუშავეს ბურგასის ხედვის დოკუმენტი - ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საერთო ხედვას 2030 წლისთვის პროდუქტიული, ჯანმრთელი, გამძლე, მდგრადი და გაუმჯობესებული შავი ზღვის შესახებ.

 

დოკუმენტი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის ევროპული საზღვაო დღის ფარგლებში ბურგასში, ბულგარეთში (2018 წლის მაისი). იგი ეხება იმ ძირითად ბურჯებს, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ახალი სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგი (SRIA). ეს პროცესი დამატებით გაძლიერდა „საერთო საზღვაო დღის წესრიგის“ (2018) შავი ზღვის ქვეყნების მინისტერიალზე მიღებული დეკლარაციით. შედეგები მოწონებული და შესასრულებლად რეკომენდირებული იქნა 2023 წლის მაისში, ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფიციალურ ინტერჯგუფის ფარგლებში, რაც კიდევ მეტად შეუწყობს ხელს შავი ზღვის კვლევების და ინოვაციების გაძლიერებას.