- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა

პროექტი HORIZON2020-BG-2018-2020 (Blue Growth), შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ლურჯი ზრდის თანაგანვითარებისათვის მდგრადი ეკოსისტემების შენარჩუნების პირობებში, BRIDGE-BS, ივნისი 2021 – ნოემბერი 2025.
უნიკალური ჰაბიტატებით, უხვი რესურსებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, შავი ზღვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სანაპირო თემებსა და მთლიანობაში 160 მილიონზე მეტ მოსახლეობასთვის, რომელიც მის წყალშემკრებ აუზში ცხოვრობს. შავი ზღვა არის გამორჩეული ნახევრადჩაკეტილი აუზი, რომელშიც 10 დიდი მდინარე ჩაედინება და ქმნის ძლიერად ურთიერთდაკავშირებულ სანაპირო-ღრმა ზღვის სისტემას. ამ სისტემაში მოაქვს ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნუტრიენტები და დამაბინძურებლები, რომლებიც კვებავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ანოქსიურ-სულფიდურ წყლის მასას.
შავი ზღვის ეკოსისტემა ასევე უნიკალურია იმით, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანური საქმიანობით გამოწვეული მზარდი ნეგატიური ზემოქმედებების მიმართ, როგორიცაა ეუტროფიკაცია და ჰიპოქსია, გადაჭარბებული თევზჭერა და უცხო სახეობების შემოყვანა. მრავალსტრესორული ზემოქმედება წარმოადგენს ძირითად გამოწვევას, რომელსაც BRIDGE-BS-ის პროექტი უნდა გაუმკლავდეს.
BRIDGE-BS შეიმუშავებს პროგნოზირების ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია კლიმატით გამოწვეული და ანთროპოგენური მრავალსტრესორული ფაქტორების გავლენის გასაგებად და დასაპროგნოზებლად შავი ზღვის ეკოსისტემებიდან მომდინარე სერვისებზე. ეს სერვისები და მათი რეაქციები სტრესორებზე იქნება მონიტორინგული და მოდელირებული, რათა განისაზღვროს უსაფრთხო ოპერირების სივრცე, რომლის ფარგლებშიც მდგრადი „ლურჯი ეკონომიკა“ შეძლებს განვითარებას.