- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2022 წლის 10, 11 და 12 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო სემინარს "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები".
სემინარზე განხილული იქნება ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა.
სემინარზე მოხსენებებს გააკეთებენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ:
- ირლანდიის ოთხი (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University) უნივერსიტეტის წარმომადგენლები;
- ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლები;
- უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები;
- ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სემინარის დღის წესრიგი იხილეთ აქ.
სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.
სემინარზე დასწრების მსურველებს 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე.