eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სტუდენტური პროექტების დაფინანსება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა (ბრძანება N: 24/02-01)

 

წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3-ჯერ. მიმდინარე კალენდარული წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 10 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა - არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს წევრები
  • გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი- საბჭოს თავმჯდომარე;
  • გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  • კახაბერ ჭეიშვილი -  თსუ რექტორის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  • გიორგი ბურჯანაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი - საბჭოს წევრი:
  • ელენე გელაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
  • აკაკი მიქაბერიძე- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი - საბჭოს წევრი;
  • გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი - საბჭოს მდივანი;
  • ცირა თოფურია - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი - საბჭოს წევრი.